საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1512

ფაქტი 1512

30 მარტს ერევნიდან მოვიდა დეპეშა, რომელშიც ხატისოვი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სწერდა ყარაბაღში შექმნილი კონფლიქტის შესახებ. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ივანეს ძე ხატისოვი აზერბაიჯანს სომეხთა შევიწროებასა და ხოცვა-ჟლეტაში, ასევე 1919 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებდა. ხატისოვი ქართულ მხარეს სთხოვდა, გავლენა მოეხდინა აზერბაიჯანის მთავრობაზე, რათა მას შეეჩერებინა თავდასხმა ყარაბ-ზანგეზურზე და ყარაბაღის საკითხი იარაღის საშუალებით არ გადაეწყვიტა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1512; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .