1901 წლის პირველ აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა სამზრუნველოს გამგეს ვლადიკავკაზის სკოლის მასწავლებლის, ნიკოლოზ კურდღელაშვილის საქმის შესწავლა და მოხსენების გაკეთება დაავალეს მისთვის ჯილდოს გადაცემის საკითხის გადასაწყვეტად.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1901-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი