1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი მაღაზიის დაკეტვის წინააღმდეგ გამოვიდა. მისი აზრით, სჯობდა მაღაზიის გამგისთვის შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილისთვის მაღაზიის საწყობი ჩამოერთმიათ და სხვისთვის გადაეცათ, მაღაზიაში კი – წიგნები დაეთვალათ და სია გამგისთვის ჩაებარებინათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი