1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, საზოგადოების წიგნის მაღაზიაში წიგნები იაკობ ღულაძის, ფილიპე გოგიჩაიშვილის, ლუარსაბ ბოცვაძისა და გიორგი ლასხიშვილის თანდასწრებით დათვლილიყო და სიით ჩაბარებოდა შიო ქუჩუკაშვილს, რომელსაც შემდეგ გაყიდული წიგნები უნდა აღერიცხა.

წყარო: ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი