1910 წლის 30 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა დავით კარიჭაშვილმა წერილობით დაუდასტურა ქუთაისის მიხეილის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის მმართველობას, რომ მათგან ილია ჭავჭავაძის ძეგლის ასაგებად შემოწირული 300 მანეთი მიიღო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი