საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15330

ფაქტი 15330

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი წინააღმდეგი იყვნენ საჯარო კრებაზე განეხილათ საზოგადოების წიგნის მაღაზიის რევიზიის საქმე. გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის აზრით, სხვაგვარად მაღაზიის საქმეს ვერ გადაწყვეტდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15330; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .