საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15406

ფაქტი 15406

1899 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს თბილისის I და II სახალხო ბიბლიოთეკების ივნისის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. 1-ლი ივლისისთვის I ბიბლიოთეკას ჰქონდა 16. 77 მანეთი, II-ს – 10. ოქმს ხელი მოაწერა საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15406; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .