საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15440

ფაქტი 15440

1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ანგარიში. 1-ლი ივლისისთვის საზოგადოებას ჰქონდა ნაღდი ფული 5 696. 37 მანეთი, ქაღალდებით – 1 1816. 11, სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები – 18 628. 2, ვალი – 115. 54. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15440; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .