საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15572

ფაქტი 15572

1879 წლის 27 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თავმჯდომარის წინადადება ქუთაისის სააზნაურო სკოლისთვის ავეჯის დამზადების შესახებ და ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს ავეჯი კაიზერის მოდელით დაემზადებინათ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი და დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15572; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .