საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15752

ფაქტი 15752

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ 1908 წლის 31 აგვისტოს კრებას შესთავაზა ხელუხლებლად დაეტოვებინათ ილიას ფონდში არსებული თანხა – 10818. 79 მანეთი, ხოლო სარგებელი მოეხმარებინათ ილია ჭავჭავაძის სახელზე სკოლის დასაარსებლად და მისი პუბლიცისტურ-კრიტიკული ნაწერების გამოსაცემად. სკოლის გახსნას მხარი დაუჭირეს გრიგოლ დიასამიძემ, ლ. მეტრეველმა, სოფრომ ტარუაშვილმა, ნაწერების გამოცემას – სამსონ ფირცხალავამ, პართენ გოთუამ, კიტა აბაშიძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15752; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .