საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1577

ფაქტი 1577

1918 წლის დეკემბერში სომხეთის თავდასხმის გამო შედგა საქართველოს პარლამენტის საგანგებო სხდომა. სიტყვით გამოვიდნენ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე, სახალხო გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი, პარლამენტის სხვა წევრები და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები. მათ ერთხმად დაგმეს თავდასხმის ფაქტი და მთავრობას თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1577; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .