1909 წლის სექტემბერში ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა ჩამონათვალი იმ წიგნებისა, რომლებიც მას საზოგადოებისათვის შესწირეს: „სახარება“ „პალიმპსესტი“, „მარგალიტნი“, „მამათა სიტყვანი“, „საუკუნის მარხვანი“, XVI საუკუნის „საგალობელნი“, XVII საუკუნის „ზიარების ლოცვანი“ და XVIII საუკუნის „ხელთუქმნელი ხატის პარაკლისი“.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიმოწერა სხვადასხვა პირებთან და დაწესებულებებთან მუზეუმისათვის შესაფერისი შენობისა და წიგნების შეძენის შესახებ | 1909-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი