საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 16034

ფაქტი 16034

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თბილისის სკოლაში სულ 60 მოსწავლე, ორივე სქესის ბავშვები, უნდა მიეღოთ. მოსწავლეთა უმრავლესობას ათი სასწავლო თვის განმავლობაში ყოველი თვის ბოლოს სწავლის საფასური, თითო მანეთი, უნდა გადაეხადა. მცირე ნაწილი კი საოსტატო გადასახადისაგან უნდა განთავისუფლებულიყო. სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა ასაკი 12 წელზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 16034; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .