1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წინაშე სახალხო სკოლების დადებით მხარეზე ისაუბრა. მისი თქმით, სკოლების გამრავლების შედეგად ხალხში ცოდნამ, ქვეყანაში კი სტამბების რიცხვმა იმატა.

წყარო: ი. გოგებაშვილის მოხსენება სახალხო და სამრევლო სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1895-1896
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი