ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, თბილისის III ბიბლიოთეკა-სამკითხველოში ხელის მომწერებისგან 32. 80 მანეთი იყო შესული, შემოწირულობით – 210 მანეთი, ქშწკგ საზოგადოებისაგან – 183. 60, კონცერტების, საღამოებისა და სეირნობებიდან – 179. 33 მან., სულ – 605. 73 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი