ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, უდის ბიბლიოთეკა-სამკითხველომ ყდებისთვის 16 მანეთი გასცა, საფოსტო და საკანცელარიო ხარჯისთვის – 2. 50, მოსამსახურის ხელფასისთვის – 13 მან., სულ – 31. 50 მანეთი. ანგარიშს ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი