ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, უდის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს შემოსავალს შეადგენდა: ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებისაგან – 30 მანეთი, საწევრო ფული – 1 მანეთი და 50 კაპიკი, სხვა – 1 მანეთი და 99 კაპიკი, სულ – 33 მანეთი და 49 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი