1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ახალციხის სამკითხველოში მკითხველთა შორის 12 – თავადაზნაური, 302 – სასულიერო, 1048 – მოქალაქე, 2263 – გლეხი და 419 სხვა წოდების მქონე იყო. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი