1886 წლის 15 მაისიდან 1887 წლის პირველ იანვრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ჩვიდმეტი კრება ჩაატარა. ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, საქმის მწარმოებელი ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიში და წევრთა საერთო კრების სხდომის ოქმი | 1886-1886
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი