საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 16464

ფაქტი 16464

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წლის ბოლოს საზოგადოებისა და გამგეობის წევრები იყვნენ: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი, აკაკი როსტომის ძე წერეთელი, ვასილ როსტომის ძე ყიფიანი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი და ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი. წევრობის კანდიდატები კი – გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი, რაჟდენ სოლომონის ძე ჯაჯანაშვილი და ვასილ ილიას ძე რცხილაძე.

წელი:
1886
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ორგანიზაცია
წყარო:
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიში და წევრთა საერთო კრების სხდომის ოქმი | 1886-1886

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 16464; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .