1880-1881 წლების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თბილისის სკოლისთვის, კანცელარიისა და ბიბლიოთეკის სახლის ქირისთვის, სკოლის თანამშრომელთა ხელფასისთვის და სხვა წვრილმანი საქმეებისთვის სულ დახარჯა 938 მანეთი და 31 კაპიკი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშები | 1880-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი