1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის შემოსავალი იყო: 1905 წლის ნაშთი 1956 მანეთი და 89 კაპიკი, საწევრო ფული – 593 მანეთი, ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებისაგან – 538 მანეთი და 30 კაპიკი, საღამო, კონცერტები – 3000 მანეთი და 47 კაპიკი, შემოწირულობა – 354 მანეთი და 10 კაპიკი, სხვა – 312 მანეთი და 10 კაპიკი, სულ – 6754 მანეთი და 86 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი