1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის ქონებას შეადგენდა: სახელმძღვანელოები 290 ცალი, კლასგარეშე საკითხავი წიგნები – 450 ცალი, მასწავლებლების წიგნები – 1700, სხვა სასწავლო ნივთები – 134, სულ – 2574. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი