1901 წლის ოქტომბერში ივანე გიუნაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, წინარეხის სკოლისთვის გაეგზავნათ 31. 40 მანეთის ნივთები: 10 „ბუნების კარი“, 20 „დედა ენა“, 70 რუსული ანბანის რვეული, 10 „საღმრთო ისტორია“, რაჟდენ ჯაჯანაშვილის 10 „კრებული“, ერთი ყუთი ფანქარი, 40 ცალი სახატავი რვეული, 20 სამელნე, 10 ცალი საშლელი, ცარცი, 10 ცალი კალამი და 2 ყუთი მელნის ფხვნილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1901-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი