1901 წლის ოქტომბერში ექვთიმე ხელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 237. 09 მანეთის წიგნები შესწირა: 260 ცალი „ნატვრისთვალი“, 440 „იუდას“, 240  ეგზემპლარი „ჩვენს ქალებს“, 213 „საერო დღესასწაულს“, 10 ცალი „ირაკლი მეორეს“.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1901-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი