საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1679

ფაქტი 1679

გენერალი დავით ჭავჭავაძე ერთ- ერთი სახელგანთქმული კავალერისტი იყო რუსეთის არმიის ცხენოსან ჯარში. პირველი მსოფლიო ომის პირველ წლებში ნიკოლოზ მეორემ დართო მას ნება ჩამოეყალიბებინა ქართველ ცხენოსანთა ათასეული, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მეფემ ქართული ჯარის შექმნა ინება თავის არმიაში.ამ ნაწილში, რომელსაც ქართველ ცხენოსანთა პირველი ათასეული უწოდეს დავით ჭავჭავაძე დანიშნეს უფროსად და მიანიჭეს უფლება ყველა ნაწილიდან გამოეწვია ქართველი ოფიცრები ამ ათასეულისათვის. მასთან იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილიც.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1679; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .