საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17094

ფაქტი 17094

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1887 წლის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე დიდი ხარჯი ბათუმის სკოლას ჰქონდა. საზოგადოების წლიურ კრებას ისე არ ჩაუვლია, ამ სკოლის ყოფნა-არყოფნაზე საუბარი არ ყოფილიყო. საზოგადოება ყველანაირად ცდილობდა სკოლას დახმარებოდა, ნიშნავდა ცალკე კომისიებს, რომელთაც მასზე უნდა ეზრუნათ, მართავდა კონცერტებს, წარმოდგენებს და ა. შ. ანგარიშს ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია, წევრები ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.

წელი:
1887
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიში | 1887-1887

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17094; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .