საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17095

ფაქტი 17095

1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის დაარსების მეორე წელსვე დადგა მისი გაუქმების საკითხი, რადგან საზოგადოებას არ ჰქონდა საკმარისი თანხა მის უზრუნველსაყოფად. საზოგადოებას ან მხოლოდ ბათუმის სკოლაზე უნდა ეზრუნა და სხვა საჭირო საქმეები უყურადღებოდ დაეტოვებინა, ან სხვა ხარჯები დაეფარა ძირითადი თანხიდან, რომელიც ხელუხლებლად უნდა დებულიყო. მიუხედავად ამისა, ბათუმის სკოლა არ გაუქმდა. ანგარიშს ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია, წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.

წელი:
1887
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიში | 1887-1887

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17095; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .