საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17097

ფაქტი 17097

1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წლის პირველ ნახევარში ბათუმის სკოლაში არც ერთი ქართველი მაჰმადიანი არ სწავლობდა, მაგრამ 1887 წლის მეორე ნახევრისთვის შემდეგი ცვლილება მოხდა: ოთხი განყოფილების ნაცვლად სკოლაში სამი განყოფილება დარჩა, რადგან მეოთხე განყოფილების მოსწავლეები სამოქალაქო სკოლაში გადავიდნენ. მოსწავლეთა რიცხვი მაინც გაიზარდა, მათგან ათი მაჰმადიანი ქართველი იყო, ამიტომ ხოჯა მოიწვიეს. სკოლა დაათვალიერა და მოსწავლეთა გამოცდებს დაესწრო გამგეობის წევრი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17097; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .