საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17131

ფაქტი 17131

1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა აბრამ გერასიმეს ძე აკოფოვის თხოვნა 300 მანეთის მიცემის შესახებ „ბუნების კარისა“ და „დედა ენის“ ყდაში ჩასასმელად და დაადგინა, მიეცათ 100 მან. ოქმს ხელი მოაწერეს:  თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ და წევრებმა: გიორგი იოსელიანმა, ალექსანდრე ჭყონიამ, ივანე ზურაბიშვილმა, ექვთიმე თაყაიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა, ეკატერინე გაბაშვილისამ, ვლადიმერ ლორთქიფანიძემ, გრიგოლ ყიფშიძემ და იაკობ გოგებაშვილმა.

წელი:
1899
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17131; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .