1908 წლის 9 აპრილს გაერთიანებულ სხდომაზე კომისიამ ერთხმად დაამტკიცა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის არქიტექტურული ნაწილისთვის იაკობ ნიკოლაძის მიერ შეთავაზებული მასალა: ქუთაისის წითელი ქვა – ბრინჯაოს ფიგურასთან და ქუთაისის რუხი ან ალგეთის ქვა – მარმარილოსთან.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი