1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ილია ჭავჭავაძის კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილების ტომებად გამოსაცემად სარედაქციო კომისიის წევრებად აირჩიეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1908-1908
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი