საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1750

ფაქტი 1750

1922 წლის თებერვალში სიღნაღის მაზრის ერთ-ერთ სოფელში ქაქუცა ჩოლოყაშვილს შეხლა-შემოხლა მოუხდა ხელისუფლებასთან, რის გამოც ის დაიჭირეს. იმავე პერიოდში, სიღნაღის რევკომში ჩეკადან ქაქუცა ჩოლოყაშვილის დატუსაღებისა და თბილისში გაგზავნის საიდუმლო ბრძანება მიიღეს. რევკომში მდივნად მსახურობდა ქაქუცას ათასეულის ერთი ყოფილი ოფიცერი, კაპიტანი დათა გომელაური, მან მიღებული ბრძანება გადამალა და ეს ამბავი მეგობრებს შეატყობინა. ჩოლოყაშვილის რაზმის წევრები იმავე ღამეს რევკომს თავს დაესხნენ, გალახეს მილიცია და გაათავისუფლეს ქაქუცა. ორი-სამი დღე ალვანის ტყეში დაბანაკდნენ მიხა ბალიაშვილი, ვანო თამაზაშვილი, სოსო ლოსაბერიძე, მიშა ნაცვლიშილი, ს. ჩითინაშვილი და ქიზიყელი ბიჭი ქარუმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1750; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .