1912 წლის პირველი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნაძალადევის ბიბლიოთეკას 396 ხელმომწერი ჰყავდა. მათ მიერ გატანილი წიგნებიდან სასულიერო შინაარსის იყო 18, 1600–მოთხრობა-პიესა, 893 – ისტორიულ-ბიოგრაფიული ხასიათის წიგნი,105 – გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული, 580 – საბუნებისმეტყველო, 60 – სასოფლო-სამეურნეო, 70 – საზოგადოებრივი და 1773 ჟურნალი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების მოხსენებები, ანგარიშები და ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი