საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17616

ფაქტი 17616

1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, წიგნსაცავი, რომელიც საზოგადოების კანცელარიაში იყო მოთავსებული, საანგარიშო წლის ზაფხულში გამგეობამ ქართულ გიმნაზიაში გადაიტანა და მესამე სართულზე, დიდ დარბაზში მოათავსა. წიგნსაცავი და მუზეუმი ყოველდღე ღია იყო, დილის 9 საათიდან შუადღის 3 საათამდე. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17616; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .