საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17617

ფაქტი 17617

1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებას არ ჰქონდა ისეთი ძლიერი და მუდმივი წყარო, რომ ერთ სკოლაში ორი მასწავლებლის დანიშვნა შეძლებოდა. საზოგადოების შემოსავალს შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელუხლებელი თანხა ასი ათას მანეთს გადასცდა, მის განკარგულებაში მხოლოდ 25 ათასი მანეთი იყო, 75 ათას მანეთს კი სხვა დანიშნულება ჰქონდა. ანდერძის მიხედვით, თანხა შემომწირველთა სურვილისამებრ უნდა დახარჯულიყო. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17617; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .