საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17624

ფაქტი 17624

1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას გამგეობამ მოახსენა, რომ კომისიასთან ერთად დიდხანს მსჯელობდა როგორ ჩამოეყალიბებინა საზოგადოების ორგანოს შემადგენლობა ისე, რომ გამგეობის მოქმედება უფრო ნაყოფიერი ყოფილიყო. გამოითქვა მოსაზრება, რომ საზოგადოების გამგეობა ხარკოვის წერა-კითხვის საზოგადოების მსგავსად დანაწილებულიყო, თუმცა ხარკოვის წერა-კითხვის ორგანიზაცია მათთვის გამოსადეგი არ აღმოჩნდა და საქმის უფრო მარტივად მოწესრიგება გადაწყვიტეს. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17624; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .