საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17973

ფაქტი 17973

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის პროტოკოლის მიხედვით, საზოგადოების დამფუძნებელმა და გამგეობის წევრმა რაფიელ ერისთავმა საზოგადოებას შესწირა თავისი გადაკეთებული „იგავ-არაკის“ 250 ეგზემპლარი სახალხო სკოლებში უფასოდ დასარიგებლად. საზოგადოებამ მას მადლობა გადაუხადა. სხდომის პროტოკოლს ხელი მოაწერეს ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ, ნიკოლოზ ქანანოვმა და დავით ავალიშვილმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17973; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .