საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17979

ფაქტი 17979

1911 წლის პირველ ნოემბერს სერგი რომანოზის ძე გორგაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ წიგნსაცავიდან ხელნაწერის გაცემის შემთხვევაში საბჭოს უნდა განეხილა რამდენად სანდო იყო ის ადამიანი ან დაწესებულება, რომელსაც ეძლეოდა ან ეგზავნებოდა ხელნაწერი. სწერს, რომ გამგეობა კარგად იცნობდა თბილისში მცხოვრებ ქართველ მკვლევრებს და ყოველთვის შეეძლო გაეგო შეიძლებოდა თუ არა მათი ნდობა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17979; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .