საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17983

ფაქტი 17983

1911 წლის 19 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და სამუზეუმო კომიტეტის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მუზეუმისთვის ადგილი (ფიქრის გორად წოდებული) 4666 საჟენი ი. ზ. სვანიშვილისაგან შეეძინათ. ამ საქმის განხორციელება მიენდო სამუზეუმო კომისიას, ხოლო ნასყიდობის ქაღალდი უნდა გაფორმებულიყო წერა-კითხვის საზოგადოების სახელზე. სხდომის ჟურნალს ხელს აწერენ: ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ჯორჯაძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი და შიო არაგვისპირელი (დედაბრიშვილი).

წელი:
1911
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17983; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .