1911 წლის 10 სექტემბრის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, თუ სამუზეუმო კომისია ოლღასა და წყნეთის ქუჩების შუაში მდებარე ადგილს საზოგადოების მუზეუმისთვის შეიძენდა, საჭირო იყო მოსაზღვრე ვაჭრის მიწის სახლიანად შეძენაც, რომელსაც ის 40 000 მანეთად აფასებდა. მიწის სიძვირისა და სიმცირის გამო სამუზეუმო კომისიამ ამ გეგმაზე უარი თქვა. ოქმს ხელს აწერენ ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, სიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი და ალ. პ. სარაჯიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი