ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის მე-2 სამკითხველოს 1901 წლის ოქტომბერში ნაშთის სახით მიღებული ჰქონდა 78 მანეთი, მკითხველთაგან – 1 მანეთი და 95 კაპიკი, საზოგადოების წევრთაგან კი – 15 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1901-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი