1914 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გრიგოლ დადიანისა და ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის პრემიების გასანაწილებლად საისტორიო კომისიის წევრებად აირჩიეს: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი და ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი