საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18348

ფაქტი 18348

1911 წლის პირველ ნოემბერს სერგი რომანოზის ძე გორგაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ როცა წიგნსაცავიდან ხელნაწერი ეძლეოდა ან ეგზავნებოდა ვინმეს, წიგნსაცავის დავთარში უნდა მიეთითებინათ წიგნის ნომერი, სახელწოდება, სიგრძე-სიგანის ზომა, მასალა (ქაღალდი იყო თუ პერგამენტი), ფურცელთა ან გვერდთა რაოდენობა, ყდა და ა. შ. ხოლო დასურათებული წიგნის შემთხვევაში სასურველი იყო მათი მოკლე აღწერაც, იქვე ხელი უნდა მოეწერა წიგნის წამღებს ან იმ პირს, რომელმაც წიგნი გააგზავნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18348; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .