საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18434

ფაქტი 18434

1911 წლის 14 ნოემბერს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ 10 ნოემბერს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სხდომაზე საბჭომ გადაწყვიტა წერა-კითხვის საზოგადოებისთვის შემდეგი წინადადებით მიემართა: მათი წიგნსაცავ-მუზეუმი მოეთავსებინათ საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმთან ერთად შემდეგი პირობით: 1. წერა-კითხვის საზოგადოების ბიბლიოთეკასა და მუზეუმს ჰქონოდათ საკუთარი კატალოგები (როგორც ჰქონდათ), 2. ორივე საზოგადოების მუზეუმი წერა-კითხვის საზოგადოების საკუთრებაში დარჩენილიყო, 3. ორივე ბიბლიოთეკისა და მუზეუმის გამგედ ორივე საზოგადოების საბჭოსა და გამგეობას მოეწვია ერთი პირი, 4. საჭირო ხარჯები ორივე საზოგადოებას უნდა გაეღო. ხელს აწერენ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18434; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .