1898 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთვრამეტე სხდომაზე გამგეობამ თიანეთის სკოლის მასწავლებელ თომა კევლიშვილს გადასცა 6 მანეთი, იაკობ გოგებაშვილს გადასცეს 376 მანეთი წიგნებისა და რვეულების ანგარიშში, ახალციხის სახალხო ბიბლიოთეკას გრიგოლ ბურჭულაძის ხელით გაეგზავნა 36 მანეთი, გაიცა ვასილ ბეჟანეიშვილთან წიგნების გასაგზავნი 88 კაპიკი და ასევე დაიხარჯა თანხა საზოგადოების სხვადასხვა გადასახადებზე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი