1912 წლის 28 იანვარს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს მისწერა: ოლივერ უორდროპმა ანტიკვარს, რომელიც მას „ვეფხისტყაოსნის“ მინიატურების შეძენას სთავაზობდა, აცნობა, რომ სურათები ამოჭრილი იყო წერეთლის ხელნაწერიდან, რომელიც წერა-კითხვის საზოგადოებას ეკუთვნოდა და სურათებს მხოლოდ იმიტომ იყიდდა, რომ წერა-კითხვის საზოგადოებისთვის დაებრუნებინა. მაგრამ ფასზე ვერ შეთანხმდნენ და უორდროპმა სურათები ოქსფორდიდან ისევ პარიზში გაუგზავნა სურათების პატრონს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი