საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18451

ფაქტი 18451

1912 წლის 28 იანვარს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს მისწერა, რომ წერეთლისეული „ვეფხისტყაოსანი“ შესანიშნავი ნიმუში იყო და ასეთი ღირსების სურათები არც ერთი „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერში არ მოიპოვებოდა. ხელნაწერს ერთი სურათიც რომ დაკლებოდა დიდი დანაკლისი იქნებოდა, ხოლო ათი სურათის დაკარგვის შემთხვევაში ის თავის მნიშვნელობას დაკარგავდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18451; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .