საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18456

ფაქტი 18456

1898 წლის 3 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეერთე სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა, ლუარსაბ ბოცვაძე არ გადაეყვანათ სხვა სკოლაში მასწავლებლად. ასევე განიხილეს ლ. ბოცვაძის წერილი, რომ თუ ნებას დართავდნენ, ის თანახმა იყო მუშაობა კავკავის სკოლაში გაეგრძელებინა. გამგეობამ კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა დააკმაყოფილა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18456; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .