1898 წლის 8 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთოთხმეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ანასტასია წერეთლისა, ეკატერინე გაბაშვილი და ნიკოლოზ მთვარელიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი მაისისთვის არსებული საზოგადოების ბალანსი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი